U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, პოლონეთში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეა.

დებიუტში პენალტით აზიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ვლადიმერ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მისმა თანაგუნდელმა და თანანაკრებელმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს.

18 წლის წიტაიშვილმა ტურნირზე მხოლოდ ნახევარფინალში ვერ მიიღო დისკვალიფიკციის გამო მონაწილეობა.

უკრაინა პირველად გახდა 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი.

ლოძი. "ვიძევი". 16 344 მაყურებელი
უკრაინა - სამხრეთ კორეა 3:1
გოლები: 0:1 ლი კანგ-ინი (5, პენ), 1:1 სუპრიაგა (34), 2:1 სუპრიაგა
(52), 3:1 წიტაიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ვაჰ, ეს რა მაგარი ბიჭი დაგვიკარგავს... მაგრამ ისიც სათქმელია - აქ ან გაიზრდებოდა ასეთი, ან არა... :/
ვვვ
16 ივნისი 2019 12:47
2
საერთო ჯამში უკვე 30 წელზე მეტია რაც საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ მერწმუნეთ არცერთ ქართველზე ნაკლებად არ განვიცდი ჩემს სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს, სპორტსმენებზე კი "ვაფრენ", სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ რომ ზუსტად გამოვხატო რა დღეში ვარ როცა ჩვენები ფეხბურთს, რაგბს თუ კალათბურთს თამაშობენ...იგივე მემართება ძიუდოისტებისა თუ ძალოსნების გამოსვლაზე. ყველა ვინც კი მიცნობს სამსახურში, თუ სამეზობლოში უკვე დაკვირვება დაიწყეს ქართულ სპორტსმენებზე და მისვლისთანავე თავად მახარებენ ხოლმე ქართული სასიხარულო სიახლეებით, ან მისამძიმრებენ წაგებისას. ჭიტაიშვილი რომ ქართველია ისიც ყველამ იცის და მიუხედავად იმისა უკრაინის სახელით გამოდის მილოცვებს მაინც ვიღებ. ქართველი ყველგან ქართველია. ამ კაცს გვარი არ გამოუცვილა და მისი კარიერისთვის ჯობია ეს წლები სწორედ უკრაინაში ითამაშოს, მაგრამ მერე?! კი ბატონო, ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ხინჯად მაინც მექნება მისი ღალატი... დიახ, ღალატია სწორედ, როცა კარიერასა თუ ფულს დახარბებულმა სხვა ქვეყნის მაისური ჩაიცვა, როცა სამშობლოს დახმარება შეგიძლია. ერთადერთი რაც მაინტერესებს ნუთუ ძნელია კლიმენტი წიტაიშვილთან ინტერვიუს აღება. გიორგი ჯერ კიდევ ბავშვია და მამამისის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ასე რომ თუ მისი უკრაინის ძირითად ნაკრებში თამაში გადაწყდა, სწორედ მამის "დამსახურება" იქნება. გააკეთეთ ერი ინტერვიუ მასთან როგორმე არ იქნება ურიგო, თან ყველა კითხვას გაეცემა სათანადო პასუხი.
emigranti
16 ივნისი 2019 01:32
14
Mთქმელს გამგონიო!!! უვარგისი მთავრობები, არავითარი ხელშეწყობა არც ურთიერთთანადგომით არც უვიცი მთავრობების მხრიდან, სიდუღჭირე ,დაუსაქმებლობა .ნიჭის, გარჯის ვერ არ დანახვა ,ბოღმა, შური ,განდიდება მლიქვნელების სხვათა ფეხქვეშ გაწოლილების, თავისიანის სისხლით და ხორცით დამამცირებლის ..აქტიური გენოფონდი ერისა, გაკრეფილია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ლუკმაპურის საშოვნელად ,ადამიანურად ყოფის საძებნად,, და ამგვარი ვითარება ათ ათ წლობით გრძელდება მორიგ მონობაში თავამოყოფით ასწლობით, მიწაწყლის კარგვით- ტრაბზონის ,ტაოს,კლარჯეთის,ჰერეთის იმერეთის ზეგანის,იმერეთის ყურის სოჭიანად,საინგილოს,მესხეთ ჯავახეთის თუ ტვინს მოუხმედ დაერთად ვიბრძოლებთ, დ რ ო ე ბ ი თ დაკარვით სამაჩაბლოსი და საშერვაშიძეო სამურზაყანოსი..რანი ვართ?.... ჩვენი ელიტა თანამემამულეთა მოყვარეა,სულაც თავმოყვარენი არინ?ქართველთა სისხლი და ხორცია?....ჩვენს სათავეში მყოფნი უგულო უჭკუო ნახირი არაა ან არადა ვინ არიან , პირადი გამორჩენისთვის ძალაუფლებაში ამძვრალნი არახალხი? სიმართლე თვალებს გვწვავს და გვაბრმავებს ბრიყვებივით, ნაცვლად ურთიერთის მხარში ამოდგომისა ნორმალური ქვეყნის შექმნისა და ქართველთა საამაყოდ არსებობისა ჩვენივე ,ჰავით და ბუნებით ედემის მაგვარ სამშობლოში....აი პასუხი თუ რატომ არ თამაშობენ ნიჭიერი გამრჯე ქართველები ეროვნულ ნაკრებში.....
Kamikadze
16 ივნისი 2019 00:59
1
ამაზე იტყვიან დახაზაო!!! არაბიძე გამახსენდა ამ მომენტს როცა ვუყურე!!! წარმატებებს ვუსურვებ!!!
დათო
16 ივნისი 2019 00:38
2
თამაშს დავესწარი ლოძში,ვიძევის სტადიონზე...ჩემი მთავარი ინტერესი წიტაიშვილის თამაში იყო...ტიპიური ქართველი ფეხბურთელია...ბურთის ტარება უყვარს,მატაობა....პასიური და ფეთქებადია...აი,ზუსტად ისეთია ჩვენი ნაკრების გენიოსს მწვრთნელს გულზე რომ არ ეხატება!...უკრაინელებმა კი ყველა მატჩი,ერთის გამოკლებით,შეუცვლელად ათამაშეს!...არავინ უშლიდა ინდივიდუალურ თამაშს!...პირიქით,მისი ამ უნარის იმედი ქონდათ!...წიტაიშვილს შევეშვათ და დანარჩენი უკრაინელი არცერთი არ იყო ჩაკვეტაძის და არაბიძის დონის!...და ამ დროს,ჩვენ ფსკერზე ვართ,ისინი კი მსოფლიოს ჩემპიონები არიან!...ჩევენს გენიალურ მწვრთნელს შაურის რომ არაფერი გაუკეთებია ქართული ფეხბურთვისთვის,წიტაიშვილი მოეწვია თავის დროზე ნაკრებში,ამ ერთს მაინც გააკეთებდა კარგს!...მოეწვია მაშინ,სანამ უკრაინელები სერიოზულად დაინტერესდებოდნენ მისით და ეთამაშებინა თუნდაც ერთი წუთი!...წიტაიშვილი ახლა ჩვენი იქნებოდა!...დვალიშვილის ქრონიკულ გამოძახებას,ეს ერთი კაი საქმე მაინც ექნა მაგ მამაცხონებულს!...მაგრამ,ამ გენიოსს ხო ისე ადარდებს
ზოგადად საქართველო,როგორც მე კორეის ნაკრები!...ყიფიანი თუ იცოდეს ვინაა,თავი მომჭერით!...
ქუთაისი
16 ივნისი 2019 00:27
5
0000, არავითარი. ნიჭი და ტალანტი არ არის არავის “პროდუქტი” და ეკუთვნის მხოლოდ იმ ნაციას რომლის სისხლიდანაც მოდის. ნიჭი არ იქმნება, ეგ არის უტიფრობა და მიმთვისებლობა სხვისი გენი შენს ქმნილებად გაასაღო. უკრაინელებმა თუ გაზარდეს და ავარჯიშეს და ეგ იმას არ ნიშნავს მთლიანად მაგათ ეკუთვნით და უკრაინის ძირითად ნაკრებში უნდა ითამაშოს, არავითარი - მაგათმა გაზადეს კლუბში და საერთოდ ყველა “გამზრდელის” პრეტენზიები საკლუბო დონეზე უნდა დაკმაყოფილდეს. ეროვნებაზე შეხებას არავინ არ უნდა ბედავდეს. და საერთოდ ამ რუს-ხახოლებს კაცობა და ეროვნული თავმოყვარეობა თუ აქვთ ვერ გავიგე, მე ქართველი ვარ და არასდროს არ მინდა რამის მოგება სხვა თესლის ნატურალიზებული ფეხბუთელით იმიტომ რომ გამოდის შენი გენი ვერ ქაჩავს და სხვა “გაკაცებს.” რატომ არა აქვთ ამის შეგრძნება რატო არიან ასეთი უსისხლო უჯიშო წიწილებივით ვერ გავიგე, ოღონდ ეგენი გამოჩნდნენ კარგად და სულ არ ანაღვლებთ სინამდვილეში რომ არ არის უკრაინელი წიტაიშვილი ან სხვა ქართველი
ზვიადი
16 ივნისი 2019 03:51
13
ყიფიანის ცოდნა რომ წყვიტავდეს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობას , გამოდის სულ მცირე 4 მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გვქონდეს ნათამაშები . წარმატებას განაპირობეს იცით რაა ? 1. ბავშვთა ფეხბურთში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალი მწვრთნელები (სპორცმენები). 2. არ შეიძლება , ბავშვებთან ამუშაო ადამიანი , რომელიც თუნდაც სიგარეტს ეწევა(აღარაფერს აღარ ვამბობ სმაზე და პლანის მოწევაზე , მაალითი ვისგან უნდა აიღოს ? ცოტაა ასეთი ფაქტები ? პირადად მე ვიცი საკმაოდ ბევრი . ვარჯიშების სპეციპიკა და მეთოდოლოგია , ფიზმომზადება და კიდევ რამდენი რამ . და გგონიათ მარტო წიტაიშვილზეა საუბარი ? და რითი დაეხმარა ქვეყანა ამ ადამიანს წარმატებაში ? არაბიძესავით რომ გააქრონ რადარებიდან ? ბოღმას მაინც ნუღარ ანთხევთ და წარმატება უსურვეთ ახალგაზრდა ადამიანს .
ATP 16
16 ივნისი 2019 01:50
1
ყველა გამოხმაურება
საქართველოს მეგოაბრი ქვეყნები. ამერიკა, ევროკავშირი და უკრაინა.
123
16 ივნისი 2019 00:04
7
ვულოცავ უკრაინელებს და წიდაიშვილს მსოფლიოს ჩემპიონობას. მართლა კარგი გოლი გაიტანა წიტაიშვილმა, ყოჩაღ მას. მე ადრეც ვწერდი და ახლა გავმეორდები, მას თუ არ უნდა თავისი ისტორიული სამშOბლო ეს მისი ნებაა. ვისაც არ უნდივართ ჩვენც არ გვჭირდება, თუნდაც ის მსოფლიო ჩემპიონი იყოს.
Geo_Dinamo
15 ივნისი 2019 23:51
7
რა შუაშია აქ კლავიატურის ლომობა?? უბრალოდ ხალხს უნდა რო საქართველის ნაკრებში ითამაშოს, რა არის ამაში ცუდი? მესმის რო არ ვართ ძლიერები მაგრამ , ჩვენ გვინდა რო ეროვნულ ნაკრებზე არ თქვას უარი , მხოლოდ ასეთი ტალანტებით თუ შევძლებთ რაიმეს დამტკიცებას, ჩვენ ხო იმას არ ვითხოვთ ჩამოვიდეს და დინამოში ითამაშოს, პირიქით უფრო უკეთეს ჩემპიონატში ვუსურვებ გადასვლას ვიდრე უკრაინის ლიგაა, /// რაც არ უნდა იყოს ქართველი მაინც მინდა საქართველოს ნაკრებში იყოს , რადგან ნაკრები არის შენი ქვეყანა , და როცა უჭირს არ უნდა შეაქციო ზურგი !!!! / სასიამოვნო იყო ქართული გვარი რო ისმოდა, ერთხელ კი აღნიშნეს მისი ქართული წარმომავლობა კომენტატორებმა, და რაღაც იმედი კი გამიჩნდასავით. / სხვა მხრივ კი ვულოცავ და ვუსურვებ დიდ წარმატებას, და არ დაავიწყდეს ვისი გორისააა!!!!!!
Vasili
15 ივნისი 2019 22:55
2
რა გაუკეთებიათ უკრაინელებს ჩვენთვის რბევის გარდა?
sdfffff
15 ივნისი 2019 22:54
42
როდის დაგარბიეს უკრაინელებმა გაგვახსენე, თუ ისინი სპეციალურად რუსებში "არ გერევა" :)))
saba
15 ივნისი 2019 23:31
4
შეეშვით რა ამ ბიჭს არ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და თავის გზაზე გაუმარჯოს.
Tornike
15 ივნისი 2019 22:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული