U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, პოლონეთში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეა.

დებიუტში პენალტით აზიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ვლადიმერ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მისმა თანაგუნდელმა და თანანაკრებელმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს.

18 წლის წიტაიშვილმა ტურნირზე მხოლოდ ნახევარფინალში ვერ მიიღო დისკვალიფიკციის გამო მონაწილეობა.

უკრაინა პირველად გახდა 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი.

ლოძი. "ვიძევი". 16 344 მაყურებელი
უკრაინა - სამხრეთ კორეა 3:1
გოლები: 0:1 ლი კანგ-ინი (5, პენ), 1:1 სუპრიაგა (34), 2:1 სუპრიაგა
(52), 3:1 წიტაიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 37 /
დერიუგინი და სანეევს რა მისცეს იმას რატომ არ ვამბობთ, სად იყო სანეევი გადახვეწილი ეეხ.
ანდრო
17 ივნისი 2019 22:19
0
მერედა ჩვენ ვამაყოფთ კოლიათი და სანეევით თუ არა რუსები კი არა. უკრაინელებმა იამაყონ კლიმენტას ძით კუ არ უშლით, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქ საამაყო და მით უმეტეს ტოჩიზე წინ დასაყენებელი.
Tazo-ს
17 ივნისი 2019 01:18
2
ვერაფერი ვერ გავიგე:)):))ან ტოჩი ვინ ახსენა:)):)):))
tazo
17 ივნისი 2019 09:40
0
ისე უბრალოდ გიწერიათ თითქოს საჯარიმოში შემთხვევით მიუვიდა ბურთი და გაიტანა. მან საოცარი ნიჭი გამოავლინა, საოცარი! მთავარ გვერდზე წიტაიშვილი უნდა იყოს და არა ტოჩინოშინი. მან უკრაინის ნაკრებში თამაში აირჩია, მას აქვს ამის უფლება და მაინც თავი უნდა შეიკავო კრიტიკისგან, გიორგი არ უნდა ვაკრიტიკოთ პირიქით უნდა ვუქომაგოთ, იმოტომ რომ ის მაინც ჩვენია!
ილარიონი
16 ივნისი 2019 21:21
8
მაგაზე არანაკლები ნიჭიერი იყო ვაჩიბერაძე, მარა ქართელობის უარყოფისთვის წაიტეხა ცხვირი, იგივე მოუვა ამასაც, მახსოვს კომუნისტების დროს 80-იანებში სსრკს ერთერთი ასაკობრივი ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი და იქ მეკარე იყო ლენინგრადში გაზრდილი ვინმე წარმოშობით ქუთაისელი იურა ოყროშიძე, ძირითადის მეკარე იყო და იძახდნენ ახალი იაშინი თუ არა დასაევი მაინცააო და შესთავაზეს დინამოში ჩამოსვლა, მარა თავი გაიგიშა ჩემი მომავალი ზენიტშია და ისე უცებ გაქრა საფეხბურთო რადარებიდან თითქოს არც ყოფილა, ასე ღმერთი სამშობლოს უარმყოფელებს არ წყალობს.
Kkk
17 ივნისი 2019 01:31
0
saqartvelos nakrebi msoflio reitingshi boloze rom iyos mainc unda itamasho. ñakrebshi fuls aravis uxdian piriqit yvelastvis ghirsebaa nakrebis maisuris morgeba. shens tanamemamules rom gauziareb did gamarjvebas amaze magari raunda iyos. ukrainis mtavar nakrebshic rom moigos msoflio mainc ucxoelad darcheba mattvis. warmatebas vusurveb bevrad uketes ligashi tamashs da iqneb saqarvelos nakrebshic itamashos.
nika
16 ივნისი 2019 20:56
2
ჩვენი ქართული სისწრაფე აქვს- მესხის ქინქლაძის .....დრიბლინგი და შესრულების ტექნიკაც მაღალ დონეზე აქვსეს უკვე ნიჭი+დიდი ხანგრძლივი ვარჯიშების შედეგია ჩარლტონიც მარადონაც მესიც ბლოხინოც სწრაფებია ...მაგრამ ეს სხვა სისწრაფეა ალბათ არგენტინულ ბრიტანული უკრაინულისულ სხვაა ჩვენი....
Metrebeli
16 ივნისი 2019 20:10
4
მაგარია კლიმენტოვიჩი, ბევრი წარმატება, გიორგი! როგორც ინტერვიუდან მახსოვს, უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, ოღონდ პირველ გუნდში და არა ახალგაზრდულში. სწორიცაა, აგერ ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თუ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, უფრო მაგარი კაცი ყოფილა, ვიდრე არის... ადამიანმა პატრიოტიზმი, საკუთარი თავის გარდა, არავის უნდა მოსთხოვეს, ასე მგონია მე. დღეს ძაან მოდაშია სამშობლოდან წასული ქართველების ლანძღვა-გინება, რაშიც, სიმართლე რომ ვთქვათ, შურსა და ბოროტებას უფრო ვხედავ, ვიდრე გულშემატკივრობასა და ქვეყნის სიყვარულს.
ლაშა
16 ივნისი 2019 18:17
2
კლიმენტოვიჩი კი არა სურკისოვიჩი.დდ ასე თქვა მამაჩემი კლომენტა კი არა, როგორც გიორგი სურკისი იტყვის ისე გადავწყვეტ უკარაინის ნაკრებში ვითამაშო თუ საქართველოშიო.დ
Nnn
16 ივნისი 2019 18:44
8
დაისჯება მოღალატე ადრე თუ გვიან.სპორტული კუთხით რათქმა უნდა.
Ttt
16 ივნისი 2019 18:05
15
ქართველს--შენ მგონი კომპასი გაგიფჭდა და უკრაინა სხვაში გეშლება:)) ეს ერთი მეორე, კალაძე კიევის დინამოს სკოლის მერე მოხვდა მილანში და ორჯერ მოიგო ლიგა,გახდა მსოფლიო ჩემპიონი კლუბებს შორის!!!! ერთ ფეხფურთელს თუ დამისახელებ, ვინც საქართველოდან პირდაპირ გრანდში მოხვდა და წარმატებით ითამაშა, დავწერ რომ დებილი ვარ :)):)))და საერთოდ,გენებზე საუბარი(გერმანელებს,ფრანგებს,იტალიელებს,ბრაზილიელებს არა აქვთ ქართული გენი მაგრამ მსოფლიო ჩემპიონები კი ხდებიან:)):)):))..) ურა პატრიოტიზმი და სხვისი კრიტიკა 24 საათი კომპიტერთან მჯდომი უსაქმური ხალხისგან მეჯავრება!!!!!ეს ისე ცნობისთვის:))
tazo
17 ივნისი 2019 09:55
0
ქართველს--შენ მგონი კომპასი გაგიფჭდა და უკრაინა სხვაში გეშლება:)) ეს ერთი მეორე, კალაძე კიევის დინამოს სკოლის მერე მოხვდა მილანში და ორჯერ მოიგო ლიგა,გახდა მსოფლიო ჩემპიონი კლუბებს შორის!!!! ერთ ფეხფურთელს თუ დამისახელებ, ვინც საქართველოდან პირდაპირ გრანდში მოხვდა და წარმატებით ითამაშა, დავწერ რომ დებილი ვარ :)):)))და საერთოდ,გენებზე საუბარი(გერმანელებს,ფრანგებს,იტალიელებს,ბრაზილიელებს არა აქვთ ქართული გენი მაგრამ მსოფლიო ჩემპიონები კი ხდებიან:)):)):))..) ურა პატრიოტიზმი და სხვისი კრიტიკა 24 საათი კომპიტერთან მჯდომი უსაქმური ხალხისგან მეჯავრება!!!!!ეს ისე ცნობისთვის:))
tazo
17 ივნისი 2019 09:54
1
ყველა გამოხმაურება
გიორგი წიტაიშვილი - პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი.
ქ. გ.
16 ივნისი 2019 16:46
3
ვისიამოვნე.ისეთი გოლი არი არასდროს დაგავიწყდება.ბრავო ძმაო
hhh
16 ივნისი 2019 16:40
1
ფაქტია,ბიჭი ამხელა ქვეყნის ნაკრების ძირითადი მოთამაშეა და თან მსოფლიოს ფინალში ასეთი კლასიკური ბურთი გაიტანა.ხოლო რატომ ცხობრობს უკრაინაში ალბათ მიზეზი არსებობს.ტყუილად არაფერი არ ხდება.
Bravo
16 ივნისი 2019 13:02
2

სიახლეები პოპულარული