U20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, პოლონეთში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთ კორეა.

დებიუტში პენალტით აზიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ვლადიმერ სუპრიაგამ დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლოს მისმა თანაგუნდელმა და თანანაკრებელმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს.

18 წლის წიტაიშვილმა ტურნირზე მხოლოდ ნახევარფინალში ვერ მიიღო დისკვალიფიკციის გამო მონაწილეობა.

უკრაინა პირველად გახდა 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი.

ლოძი. "ვიძევი". 16 344 მაყურებელი
უკრაინა - სამხრეთ კორეა 3:1
გოლები: 0:1 ლი კანგ-ინი (5, პენ), 1:1 სუპრიაგა (34), 2:1 სუპრიაგა
(52), 3:1 წიტაიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ხო მაგრამ 20 წლის ასაკში მე მაგ გოლს არ გავატანინებდი.
სსსწც
15 ივნისი 2019 22:36
13
გოლი გაიტანა კი არა ძალიან მაგარი გოლი გაიტანა!!! ქართველმა მსოფლიო თასის ფინალში და ასეთი მაგარი გოლიიი ,ლომი ხარ შიტაიშვილი
paladin
15 ივნისი 2019 22:28
3
Dzalian kargi fexburtelia, magram agar itamashebs saqartvelos nakrebshi ase mgonia.
Qartveli888
15 ივნისი 2019 22:26
1
აბა სადა ხართ კლავიატურის პატრიოტები? რაო რაქნასო უკრაინის ნაკრებზე უარი თქვასო და ნახირში რომელსაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ქვია იმაში ითამაშოსო? )) რაო კლავიატურის ლომებო თქვენსგან მოღალატედ შერაცხულმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და თან ჩემპიონიც გახდა?)))
dinamo
15 ივნისი 2019 22:19
24
ეგ რა არის შენ მართლა რომ ნახირო ქართველ მამლუქთა დინასტია ეგვიპტეს 200 წელი მართავდნენ რუსეთს ყავდა ეგეთი დღემდის საამაყო შვილები ორჯონიკიძე სტალინი პეტრე ბაგრატიონი ციციშვილი და ბევრნი კიდევ ამერიკას ბალანჩივაძე ქართველიშვილი შალიკაშვილი....აღამახმადხანს და შახაბასსაც როგორც ერდოგანს ქართული სისხლი ურევიათ და ეგეთ მაგალითებს უამრავის ჩამოთვლა შეიძლება ...უბრალოდ კითხვა მაქვს შენთან ამათგან შენ რა ხეირი ????ამაყობ ამათი მიღწევებითაც ?! შენ ისათი ქართველი ხარ როგორც მე მარსის იმპერატორი ...და წადი რა ამ ქვეყნიდან ეგებ შენაც რამეს მიაღწიაო ...მაგ ბავშვს კი ვულოცავ ოღონდ როგორც მთელ უკრაინის ნაკრებს და არა ცალკე რადგანაც გვარი შვილზე უმთავრდება ...რაც შეეხება მაგ ბავშვის კარიერას საქართველოსთვის ეგ დაკარგულია აწი მითუმეტეს ...თუ არ შეჭამეს როგორც ვაჩიბერაძე ( ახალგაზრდულ დონეზე იმანაც მოიგო რაღაც ) ან მასვე არ აუვარდა თავში იქნება საშუალო დონის უკრაინელი ფეხბურთელი მაგას რომ მეორე შევჩენკო გახდეს არ მისცმენ საშუალებას ზუსტად იმიტომ რომ გვარი შვილზე მთავრდება ....მაგისთვის ერთადერთი გამოსავალი არის რომ მალევე წავიდეს ევროპაში და მერე ნაკრების არჩევაც გაუდვილდება ...
Auee
16 ივნისი 2019 00:46
17
საკუთარს,ადამიანი ნახირს რომ ეძახის და სხვისას ადიდებს იმ კაცს რა ჰქვია ხალხო აბა მითხარით?
:-)
15 ივნისი 2019 23:43
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული