"ჩელსის" მენეჯერის მაურიციო სარის მამამ, ამერიგომ მისი შვილის სამუშაოდ "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩელსიმ" ჯერ კიდევ არ გაუშვა. თვითონ მაურიციომაც არ იცის, ეს როდის მოხდება. იმედია, იტალიაში დაბრუნდება", - ციტირებს ამერიგოს "ტუტოსპორტი".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარიმ "იუვესთან" 2+1 სისტემის კონტრაქტი შეათანხმა.
სარის ბიანკონერიში წლიურ გასამრჯელოდ 7-8 მილიონ ევროს დაუნიშნავენ, მას კი "ჩელსიში" ფრენკ ლამპარდი შეცვლის.