"ლივერპულის" პატივისცემის გამო კოუტინიო "მანჩესტერში" არ გადავა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი კოუტინიო "ლივერპულის" პატივისცემის გამო "მანჩესტერში" არ გადავა.

კოუტინიო "წითლების" ღირსებას 2013-18 წლებში იცავდა და შემდეგ შეიძინა "ბარსამ".

"მანიუს" კოუტინიო პოლ პოგბას შემცვლელად სურს შეიძინოს, რომელიც გუნდიდან აბარგებას აპირებს.

კოუტინიოს სამსახურით აგრეთვე "ჩელსი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი.

კოუტინიომ გასულ სეზონში ლა ლიგაზე 34 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ