ხავიერ ტებასი ნეიმარის ესპანეთში დაბრუნებაზე: თუ კარგად მოიქცევა...

AutoSharing Option
16 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ თავდამსხმელ ნეიმარის გაყიდვას განიხილავს, ხოლო მისი აგენტი პინი ზაჰავი თავისი კლიენტის ესპანეთში დაბრუნებაზე მუშაობს. ამაზე კომენტარის გაკეთება ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს სთხოვეს.

"თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება", - მოკლედ და ირონიულად უპასუხა ტებასმა "მუნდო დეპორტივოს" ჟურნალისტს.

ნეიმარი პსჟ-მა "ბარსელონასგან" 2017 წელს 222 მილიონ ევროდ შეიძინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული