საქმე უკვე სერიოზულადაა - ნეიმარზე "ბარსელონა" და "რეალი" ნადირობენ!

AutoSharing Option
თუ რომელიმე კლუბი თავდამსხმელ ნეიმარში სოლიდურ თანხას შესთავაზებს, პსჟ მზადაა, გაყიდოს.

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდში ძალით არ მიუყვანია, კარი ღიაა და შეუძლია წავიდეს.

ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც მის ოჯახთან მეგობრობს, უკვე მუშაობს თავისი კლიენტის ესპანეთში დაბრუნებაზე.

ლა ლიგაში კი ნეიმარის "კალიბრის" გუნდი მხოლოდ ორია - "რეალი" და "ბარსელონა".

"რეალმა" ნეიმარის შეძენის კონკრეტული მზადყოფნა გამოთქვა: ნახევარმცველი კაზემირო+გარკვეული თანხა.

ახლა წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვება კატალონიაში ნეიმარის "რეალში" გადაბარგებას და "კამპ ნოუზე" "ბარსას" წინააღმდეგ თამაშს -
ლუიშ ფიგუს ამბავი მონაგონი იქნება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" თანახმაა, დაიბრუნოს თავისი უძღები შვილი, ოღონდ 2017 წელს გუნდის სკანდალურად დატოვებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

და უკანასკნელი ინფორმაცია: Globo Esporte-ს ცნობით, "ბარსელონა" პარიზულ კლუბს ნეიმარის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს შესთავაზებს და უსმან დემბელეს, ივან რაკიტიჩს ან სამუელ უმტიტის "უფეშქაშებს".

altMarca: "რეალი" მზადაა ნეიმარის ტრანსფერში კაზემირო ჩართოს

altEl Chiringuito: "ბარსელონა" ნეიმარს დაიბრუნებს, თუ სახალხოდ ბოდიშს მოიხდის

altხავიერ ტებასი ნეიმარის ესპანეთში დაბრუნებაზე: თუ კარგად მოიქცევა...

altნასერ ელ ჰელაიფი: არავინ აიძულა ნეიმარი, პსჟ-სთან კონტრაქტი გაეფორმებინა

altL’Equipe: პსჟ-ში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს - პრეზიდენტი ვარსკვლავებს ემუქრება, ნეიმარი, კავანი და დანი ალვეში აბარგებას აპირებენ

altრივალდო: "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნეიმარი აკლია

altრივალდო: თუ ნეიმარი "ბარსელონაში" არ გადავა, ესპანური ფეხბურთის კეთილდღეობისათვის "რეალში" გადაბარგდეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაი იყო ნეიმარზე უკეთესი ვერ მოძებნეს....არა მგონია ამ წელს რომელიმე კლუბში გადავიდეს....
2
ნეი ძალიან მაგარია! დაბრუნდი ბარსაში, მიგიღებთ. რეალი არა ტოროლა. ვეღარ გაძღა პერესის კუჭი, საიდან ქაფავს ეს მაფიოზა ამდენ ფულებს?
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული