თუ რომელიმე კლუბი თავდამსხმელ ნეიმარში სოლიდურ თანხას შესთავაზებს, პსჟ მზადაა, გაყიდოს.
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ელ ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდში ძალით არ მიუყვანია, კარი ღიაა და შეუძლია წავიდეს.
ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი, რომელიც მის ოჯახთან მეგობრობს, უკვე მუშაობს თავისი კლიენტის ესპანეთში დაბრუნებაზე.
ლა ლიგაში კი ნეიმარის "კალიბრის" გუნდი მხოლოდ ორია - "რეალი" და "ბარსელონა".
"რეალმა" ნეიმარის შეძენის კონკრეტული მზადყოფნა გამოთქვა: ნახევარმცველი კაზემირო+გარკვეული თანხა.
ახლა წარმოიდგინეთ, რა რეაქცია მოჰყვება კატალონიაში ნეიმარის "რეალში" გადაბარგებას და "კამპ ნოუზე" "ბარსას" წინააღმდეგ თამაშს -
ლუიშ ფიგუს ამბავი მონაგონი იქნება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" თანახმაა, დაიბრუნოს თავისი უძღები შვილი, ოღონდ 2017 წელს გუნდის სკანდალურად დატოვებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.
და უკანასკნელი ინფორმაცია: Globo Esporte-ს ცნობით, "ბარსელონა" პარიზულ კლუბს ნეიმარის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს შესთავაზებს და უსმან დემბელეს, ივან რაკიტიჩს ან სამუელ უმტიტის "უფეშქაშებს".
Marca: "რეალი" მზადაა ნეიმარის ტრანსფერში კაზემირო ჩართოს
El Chiringuito: "ბარსელონა" ნეიმარს დაიბრუნებს, თუ სახალხოდ ბოდიშს მოიხდის
ხავიერ ტებასი ნეიმარის ესპანეთში დაბრუნებაზე: თუ კარგად მოიქცევა...
ნასერ ელ ჰელაიფი: არავინ აიძულა ნეიმარი, პსჟ-სთან კონტრაქტი გაეფორმებინა
რივალდო: "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნეიმარი აკლია