ლუის სუარესი გვარიანად ჩაკურატებულა

AutoSharing Option
მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ "ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ეტყობა, რეჟიმი ვერ დაიცვა და წონაში მოიმატა.

კოპა ამერიკის პირველ ტურში, ეკვადორთან მატჩში გულშემატკივრებმა ამას ყურადღება მიაქციეს და ერთ-ერთი მომხმარებელი "ტვიტერზე" წერს: "სუარესს მაშველი რგოლი გაუჩნდა, ახლა არ ჩაიძირება", მეორემ კი ეჭვი გამოთქვა, რომ თამაშის წინ ლუისმა ბევრი ლუდი დალია.

ასეა თუ ისე, სუარესმა 90 წუთი ითამაშა, გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში (4:0) დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული