კოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები პარაგვაისთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში პარაგვაი სანჩესმა დააწინაურა, 57-ე წუთზე არგენტინელთან კაპიტანმა მესიმ პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა, რის შემდეგაც პარაგვაელ გონსალესს თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო.

"ალბისელესტე" B ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა, 23 ივნისს, უკანასკნელ ტურში ყატარს ხვდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ბელუ ორიზონტი. "კოვერნადორი"
არგენტინა - პარაგვაი 1:1
გოლები: 0:1 სანჩესი (37), 1:1 მესი (57, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გონსალესი (63, პარ)

არგენტინა: არმანი, ოტამენდი, კასკო, ტალიაფიკო, პაცელა, პერეირა
(აგუერო 46), პარედესი, დე პაული (სუარესი 87), ლო ჩელსო, მესი, მარტინესი (დი მარია 67)

პარაგვაი: ფერნანდესი, პირისი, გომესი, ალონსო, არაამენდია, რ. როხასი, ალმირონი (ორტისი 87), მ. როხასი, სანჩესი, სანტანდერი (რომერო 72), გონსალესი (ესკობარი 90)
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაღიარებ რომ მესი უნიკალური ტეხნიკას ფლობს,მაგრამ დარწმუნებული ვარ არგენტინის ვარსკვლავურ ნაკრებში მესის მაგივრად პელე,მარადონა,კიჭა და თუნდაც კრიშტიანო ყოფილიყვნენ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატიდან მინიმუმ ერთხელ მაინც არგენტინას მოაგებინებდნენ,არაფერს ვამბობ კოპა ამირიკაზე.კაცი რთულ თამაშებს რომ ვერ თამაშობს და გულებს გტკენთ ვერ ხედავთ? ბინდი გაქვთ თვალებზე გადაკრული? ამას ფანატიზმი და კერპის შექმნა ჰქვია.ქართველი რომ იყოს კიდევ გაგიგებდით მაგრამ ვიღაცაზე ასე გადარევა უბრალოდ მაკვირვებს.
ამაშია საქმე
16:23 20-06-2019
5
გიყვარდეთ მესი,არავინ გიშლით,მაგრამ მესიმდე მესიზე დიდი ფეხბურთელები იყვნენ,რომლებმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგეს,მაგრამ ნაკრებში თავი ვერაფრით გამოიჩინეს,ასეა მესიც,ბარსელონაში უპირობო ლიდერია,ნაკრებში ლიდერიც არ ეთქმის და ასე მგონია სხვა კლუბში,რომ გადავიდეს იქაც ალბათ გაუჭირდება ლიდერობა,ამაში მას ნამდვილად ჯობნის რონალდო,სადაც გადავიდა ყველა კლუბში ლიდერია,ასევე ლიდერია ნაკრებშიც და ტიტულიც მოიგო,ამიტომ მესის პელეს და მარადონას ნუ ადარებთ,უბრალოდ არასწორია.
თერჯოლის ეწერი
15:11 20-06-2019
7

სიახლეები პოპულარული