20 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში პარაგვაი სანჩესმა დააწინაურა, 57-ე წუთზე არგენტინელთან კაპიტანმა მესიმ პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა, რის შემდეგაც პარაგვაელ გონსალესს თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო.
"ალბისელესტე" B ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა, 23 ივნისს, უკანასკნელ ტურში ყატარს ხვდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ბელუ ორიზონტი. "კოვერნადორი"
არგენტინა - პარაგვაი 1:1
გოლები: 0:1 სანჩესი (37), 1:1 მესი (57, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გონსალესი (63, პარ)
არგენტინა: არმანი, ოტამენდი, კასკო, ტალიაფიკო, პაცელა, პერეირა (აგუერო 46), პარედესი, დე პაული (სუარესი 87), ლო ჩელსო, მესი, მარტინესი (დი მარია 67)
პარაგვაი: ფერნანდესი, პირისი, გომესი, ალონსო, არაამენდია, რ. როხასი, ალმირონი (ორტისი 87), მ. როხასი, სანჩესი, სანტანდერი (რომერო 72), გონსალესი (ესკობარი 90)