ლიონელ მესი: ჯგუფიდან ვერგასვლა სიგიჟე იქნება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კაპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა პარაგვაისთან ფრედ (1:1) ითამაშა და ჯგუფიდან გასვლის შანსებიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

"ჯგუფიდან ვერგასვლა სიგიჟე იქნება. უნდა ვიპოვოთ ხერხი, რომ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამისთვის დრო თითქმის არ გვაქვს.

თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მომავალ შეხვედრაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ვხედავდი, როგორ განიცდიდა ყველაფერს სათადარიგოთა სკამი. ჩვენ ეს თამაში უნდა მოგვეგო", - გადმოსცემს მსოფლიო ფეხბურთის ვარსვლავის სიტყვებს
TNT Sports-ი.

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე, ჯგუფში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ არგენტინას 1 ქულა აქვს და შეიძლება ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხოს.

კოლუმბიას 6 ქულა აქვს და უკვე გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. პარაგვაის 2 ქულა აქვს. ბოლო ტურში პარაგვაი კოლუმბიას შეხვდება, ხოლო არგენტინა - ყატარს, რომელიც ასევე ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არგენტინა არასდროს არ ყოფილა ძლიერი თუ არ ჩავთვლით 1986წელს, ისიც იმიტომ რომ მარადონა ჰყავდა, მესი ვერ არის მარადონა.
არავინ მითხრას ეხლა რომ 78-ში არგენტინას ჩემპიონობა ეკუთვნოდა და პერუსთან 6-0 მოლაპარაკებული არ იყო. ბრაზილია ჩატოვეს ძალით. წელს ბრაზილიაც არ ვარგა. კოლუმბიას ვფიქრობ ჩემპიონად
დავით 67
21 ივნისი 2019 05:09
5
დავით 67-ო ან ამაშია საქმე! მესი ვერასოდეს გახდება ნარკუშა მარადონა იმიტომ რომ, მესი მესია! ხოლო მარადონა ვერასოდეს გახდება მესი იმიტომ, რომ ნარკუშაა! ეხლა რამდენიც გინდათ იმდენი იფრუტუნეთ მაგ ნარკუშა მარადონაზე, ფაქტი სახეზეა აკარკლული თვალები, ნარკომანების სავიზიტო ბარათია!
ნარკუშ დიეგო!
21 ივნისი 2019 09:21
0
მარადონას ამაზე ბევრად სუსტი გუნდელები ყავდა მაგრამ ყველაფერს იგებდა....
gg
21 ივნისი 2019 01:06
4
ხელით კი ბატონო!
?
21 ივნისი 2019 11:47
0
ფედერაცია და სკალონის ბრალია ყველაფერი თუ არა არგენტინას ყავს ნორმალური 11 ფეხბურთელი გუშინ რა გააკეთა როცა გოლი უნდა გაეტანათ მაშინ შეცვალა ისევ ტაქტრიკა მაგარი დებილი ტრენერი ყავთ
იმერელი
20 ივნისი 2019 20:05
0
ისე მესის უნდა ეთამაშა ესპანეთის ნაკრებში და ყველაფერიც მოგებული ექნებოდა! მაინც სხვა დონეა, მაგრამ ეს არ გააკეთა იმიტომ,რომ უყვარს თავისი ქვეყანა! ასეთი დონის ვარსკვლავი ცოდოა, ასეთ საშუალო გუნდში.
ლადო
20 ივნისი 2019 15:53
3
მარტო მესი და აგუერო ვერაფერს იზავს, დანარჩენები ძაან დაბალი დონის ფეხბურთელები არიან
irakli
20 ივნისი 2019 14:32
14
მარტო მესი და აგუერო ვერაფერს იზავს, დანარჩენები ძაან დაბალი დონის ფეხბურთელები არიან
irakli
20 ივნისი 2019 14:31
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული