აი, რატომ ვერ ვარგობს ლეო მესი არგენტინის ნაკრებში

AutoSharing Option
კოპა ამერიკის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები პარაგვაის 1:1 დაუზავდა და 1 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

ბევრი თავდამსხმელ ლეო მესის "ალბისელესტეში" სუსტად თამაშისთვის აკრიტიკებს, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას თანაგუნდელთა მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არა აქვს.

ვინც პარაგვაისთან მის თამაშს უყურა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ მოედანზე საუკეთესო იყო, მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოსაც არ შეუძლია მარტოს გამარჯვების მოპოვება.

პარაგვაისთან შეხვედრის დასასრულ დაფიქსირებული ეს კადრიც ამის დამადასტურებელია - მესი ცენტრში იერიშს იწყებს, 6 მეტოქე მის წინააა, 2 მისდევს და შეტევაში მხოლოდ 2 თანაგუნდელი
ჰყავს, რომელთაგან ერთს აშკარად აღარა აქვს ბრძოლის უნარი.

altკოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები პარაგვაისთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ