
დიდმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტოსტაომ განცხადა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში თავდამსხმელ ლეო მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო.
"ჩემთვის ყველაფერი სავსებით ნათელია: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დიდებული პასი აქვს და ჩინებული ბომბარდირია. ასე ვიტყოდი: რონალდო შეტევებს უფრო სრულყოფილად ასრულებს, მაგრამ მესი საუკეთესოა.
მესი ტექნიკურ კომპონენტებში მარადონას სჯობია და უფრო სტაბილურია. მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო", - ციტირებს ტოსტაოს Maisfutebol-ი.