ტოსტაო: ფეხბურთის ისტორიაში მესიზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო

AutoSharing Option
დიდმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტოსტაომ განცხადა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში თავდამსხმელ ლეო მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო.

"ჩემთვის ყველაფერი სავსებით ნათელია: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დიდებული პასი აქვს და ჩინებული ბომბარდირია. ასე ვიტყოდი: რონალდო შეტევებს უფრო სრულყოფილად ასრულებს, მაგრამ მესი საუკეთესოა.

მესი ტექნიკურ კომპონენტებში მარადონას სჯობია და უფრო სტაბილურია. მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო", - ციტირებს ტოსტაოს Maisfutebol-ი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ტოსტაო თავად იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი,მაგრამ იმაში ნამდვილად ვერ დავეთანხნები,რომ მესი ჯობია,რატომ?იმიტომ რომ მარადონამ 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატი "მარტომ მოიგო",მესიმ კი მსოფლო ჩემპიონატებზე ხეირიანადაც ვერ ითამაშა.
ნიანია ბაკურიანი
19 ნოემბერი 2019 15:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული