22 ივნისს კოპა ამერიკის C ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც ეკვადორი ჩილეს შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
თავდაპირველად ანგარიში მე-8 წუთზე ჩილემ ხოსე ფუანზალიდამ გახსნა, თუმცა 26-ე წუთზე ენერ ვალენსიამ პენალტით ანგარიში გაათანბრა.
გამარჯვების გოლი 51-ე წუთზე ალექსის სანჩესმა გაიტანა, ეს მისი ზედიზედ მეორე გოლია ტურნირზე.
ამ გამარჯვებით ჩილე ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ეკვადორი 0 ქულით ბოლო მეოთხეა.