"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი: რონალდინიო და დეკუ ვარჯიშებზე მთვრალები მოდიოდნენ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდერ გლებმა ესპანურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"როცა "ბარსელონაში" გადავედი, გარკვეული პერიოდი ანრისთან ვცხოვრობდი. ის მეუბნება: "დარჩი, სანამ რამეს არ მოძებნი. სასტუმრო? იქ მოიწყენ". ერთი თვე ანრისთან ვიცხოვრე. ის ყოველთვის მეუბნებოდა: "რატომ გადახვედი "ბარსელონაში"?! დაგერეკა ჩემთვის, ყველაფერს აგიხსნიდი". სიმართლე გითხრათ, თავიდან "ბარსელონაში" გადასვლა საერთოდ არ მინდოდა. აი, საერთოდ, რაღაც შინაგანად არ მიმიწევდა გული.

მიუნხენის "ბაიერნში" მინდოდა გადასვლა ან "არსენალში" დარჩენა. აგენტები კი... და კიდევ გვარდიოლაც მირეკავდა. ანრისთან კი "არსენალში" ახლოს არ ვიყავი: გამარჯობა-ნახვამდის, ის
კი მეუბნება, რატომ არ დამირეკეო. მეც ვუთხარი: "შენი ნომერიც კი არ ვიცოდი". ისიც იმედგაცრუებული იყო "ბარსელონაში" გადასვლით. "არსენალის" შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იყო. რონალდინიო და დეკუ ვარჯიშებზე მთვრალები მოდიოდნენ. ამიტომ გაყიდეს თუ არა ისინი 2008-ში? იმიტომ გაყიდეს, რომ ეშინოდათ, მესიც არ აეყოლიებინათ", - ციტირებს გლების სიტყვებს by.tribuna.com.

გლები "არსენალში" 2005-08 წლებში გამოდიოდა, შემდეგ კი ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ამის შემდეგ გლების კარიერა უფსკრულისკენ წავიდა. მისი შემდეგი კლუბი "კრილია სოვეტოვი" იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი გვარდიმ სპეციალურად მოაძრო ეს, რომ სხვა გუნდი არ გაეძლიერებინა.
Mმმ...
06:50 27-06-2019
0
მთვრალები თუ ეგრე თამაშობდნენ ფხიზელზე რას იზამდნენ?! ისე გლებს მთვრალი კი არა რონალდინიო ყავარჯნებითაც აჯობებდა!
შმაგი
16:35 26-06-2019
4

სიახლეები პოპულარული