დე ლიხტი: ბავშვობაში ვოცნებობდი, რონალდოს მსგავსი ვყოფილიყავი

AutoSharing Option
ჯერ ისევ ამსტერდამის "აიაქსის" მცველმა მატიას დე ლიხტმა აღიარა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს თამაშით ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო.

"ცოტა ხნის წინ, ვახშმობისას მე და ჩემი მეგობრები მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბავშვობაში ეზოში თამაშის დროს ყოველთვის მინდოდა, კრიშტიანო რონალდო ვყოფილიყავი. ეს მაშინ იყო, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშობდა. ჩემს პირველ საფეხბურთო მაისურსაც მისი გვარი ეწერა.

ის ვახშამი "იუვენტუსთან" თამაშის შემდეგ იყო, იმ შეხვედრაში ხომ რონალდოს წინააღმდეგ თამაში მომიწია. ამის დავიწყება შეუძლებელია", - გადმოსცემს ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს Voetbal International-ი.

წლევანდელ
სეზონში 19 წლის დე ლიხტმა 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კონტრაქტი "აიაქსთან" 2021 წლამდე აქვს და დღეის მონაცემებით, დე ლიხტის სატრანსფერო ფასი 75 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რონალდუმ, მაგარმა კაცმა ლამაზად სთხოვა იუვეში წამოდიო,თან ხელფასიც მეტი შესთავაზეს და ბარსაში რატომ უნდა წასულიყო,რომ გააფუჭონ და მერე გაყიდონ? თუ მარტო მესის ჭირდება მაყუთი.
ჭკვიანური ნაბიჯი
22:35 01-07-2019
1
რო კითხო უმაგრესი მცველია, თან ბარსაში უნდა მარა კომკურენციის ეშინია და ვერ რისკავს გადასვლას
barsa
17:16 27-06-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული