კოპა ამერიკა: რა ნახევარფინალი გველის - ბრაზილია-არგენტინა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 ივნისს, კოპა ამერიკას 1/4-ფინალში არგენტინის ნაკრებმა ვენესუელას 2:0 მოუგო.

არგენტინის ნაკრები მოედანზე საბრძოლოდ შემართული გავიდა და თავდამსხმელმა მესიმ პირველად იმღერა თავისი ქვეყნის ჰიმნი - არადა, 2015 წელს თქვა, არასოდეს არ ვიმღერებო.

"ალბისელესტე" თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და მარტინესმა თავისი გუნდი დააწინაურა. რაც გასული წლის აგვისტოში სკალონი ჩაუდგა ეროვნულ გუნდს სათავეში, "ინტერის" 21 წლის ფორვარდმა უკვე 6 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმიც ვერცხლისქვეყნელთა იერიშებით დაიწყო და მარტინესმა ბურთი ძელს გაარტყა. შუა მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, ვენესუელამ შეუტია კიდეც და მომენტიც ჰქონდა, მაგრამ
ერნანდესს კარის დალაშქვრა მეკარე არმანიმ არ დაანება.

75-ე წუთზე კი იმ მომენტში მოედანზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არგენტინამ ცოტა არ იყოს და ალოგიკური გოლი გაიტანა - აგუეროს არცთუ ძლიერად დარტყმული ბურთი გოლკიპერმა უხეიროდ მოიგერია და შეცვლაზე შესულმა ლო ჩელსომ კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

არგენტინის ნაკრები ზედიზედ მესამედ გავიდა ამ ტურნირის ნახევრფინალში.

2 ივლისს ნახევარფინალში, ბელუ ორიზონტეში, არგენტინა მასპინძელ ბრაზილიას შეხვდება.

ეს გუნდები ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ, 41-ჯერ სელესაომ იმარჯვა, 38-ჯერ ალბისელესტემ, 26 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

რიო-დე-ჟანეირო. "მარაკანა"
ვენესუელა - არგენტინა 0:2
გოლები: 0:1 მარტინესი (10), 0:2 ლო ჩელსო (75)

ვენესუელა: ფარინესი, ერნანდესი, ჩანსელორი, როსალესი (სეიხასი 85), დელ პინო მაგო (სოტელდო 56), რინკონი, ერერა, მურილიო, მორენო, მაჩისი (მარტინესი 71) , რონდონი

არგენტინა: არმანი, ფოიტი, პაცელა, ოტამენდი, აკუნა (ლო ჩელსო 68), პარედესი, დე პაული, ტალიაფიკო, მარტინესი (დი მარია 64), აგუერო (დიბალა 85), მესი

მკითხველის კომენტარები / 2 /
არცერთი გუნდი არ ვარგა.ვისუნდა უყურო მანდ მარტო მესის და კაზემიროს?
ddgfdf
04:39 29-06-2019
7
სიმართლე გითხრათ არგენტინის ნაკრებს, მესის გამო ვბალელშიკობ. ძალიან მინდა მესიმ აწიოს ეს დაწყევლილი თასი. წარმატება მესის!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული