დონჩიჩის 37 ქულა - სლოვენიამ საქართველოსთან შეხვედრამდე ვენესუელას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, სლოვენიამ ვენესუელა 100:85 დაამარცხა

ვენესუელამ თამაში კარგად დაიწყო, პირველი მეოთხედი 33:31 მოიგო, შემდეგ კი სლოვენია დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, რა თქმა უნდა, დონჩიჩი იყო, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო, მისი თანაგუნდელების ტობისა და პრეპელიჩის ანგარიშზე შესაბამისად 21 და 18 ქულაა. ვენესუელას ნაკრებიდან 16 ქულა სოხომ ჩააგდო.

28 აგვისტოს სლოვენია
საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ვენესუელამ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ აგიარა უნდა ვანანებინოთ.კაცები თუ ხართ უნდა შეძლოთ და დაახიოთ თავზე ბადე.აბა თქვენ იცით ბიჭებო ბოლომდე იბრძოლეთ. პასუხი უნდა გასცეთ მაგ არამზადებს, არავითარი სპორტული ფეირპლეი.ხელიც კი არ ჩამოართვათ.
რეზო 1986
01:07 27-08-2023
0
დონჩიჩი სლოვენიის სავიზიტო ბარათია❤️
ანი
00:12 27-08-2023
0

სიახლეები პოპულარული