ურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივნისს, კოპა ამერიკას მეოთხედფინალში პერუს ნაკრებმა პენალტების სერიაში ურუგვაის სძლია.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პერუმ 5:4 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ კავანიმ სამიოდ მეტრიდნ ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ურუგვაის სამი გოლი მსაჯმა ჩაუთვალა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი თამაშგარეს გამო გაუუქმა: ნანდესს (29-ე წუთზე), კავანის (59) და სუარესს (73).

პენალტების სერიაში პირველივე დარტყმა სუარესმა გააცუდა. მან ბოლოს თერთმეტრიანი 2016 წლის ნოემბერში ვერ გამოიყენა და მას მერე 15 პენალტი გაიტანა.

4 ივლისს, ნახევარფინალში, პორტუ ალეგრიში პერუ ჩილეს შეხვდება.

მეორე
ნახევარფინალში, რომელიც 3 ივლისს ბელუ ორიზინტეში გაიმართება, ერთმანეთს ბრაზილია და არგენტინა დაუპირისპირდებიან.

სალვადორი. "ფონტე ნოვა"
ურუგვაი - პერუ 0:0 (4:5)

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, გოდინი, გონსალესი, ხიმენესი, ნანდესი (ტორეირა 57), დე არასკაეტა, ბენტანკური, ვალვერდე (სტუანი 90+7), სუარესი, კავანი

პერუ: გალესე, ტრაუკო, ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, იოტუნი, ფლორესი, კუევა (რუიდიაზი 85), კარილიო (გონსალესი 75), ტაპია, გერერო
მკითხველის კომენტარები / 5 /
აგონია სიკვდილისწინა მდგომარეობაა. სანამ დაწერთ, რამე წაიკითხეთ.
ვვვ
17:44 25-09-2019
0
ჩვენ კიარ ავტეხდით ერთ ამბავს,არამედ ისედაც გაფარჩაკებულ ჩვენ ნაკრების კარებში ასეთ გოლებს ჩათვლიდენ.
თერჯოლელი
13:06 30-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული