პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, H ჯგუფში, პორტუგალიამ ურუგვაი 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

პირველ ტაიმში პორტუგალია სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. ურუგვაი დაცვაში იდგა და კინაღამ დაწინაურდა, როდესაც ბეტანკურმა ცენტრიდან დრიბლინგი განახორციელა, სამი მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ გატანა მეკარე დიოგუ კოშტამ არ დაანება.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო. ჯერ შანსი ფელიქსმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთს რონალდო თავით თითქოს ოდნავ შეეხო და ანგარიში გაიხსნა. თუმცა გოლი ბრუნოს ჩაუთვალეს. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა, ორმხრივი
იერიშებით მიმდინარეობდა. სამხრეთამერიკული გუნდის მწვრთნელმა ალონსომ შეცვლაზე გომეში და სუარესი შეუშვა. პირველმა ბურთი ძელს გაარტყა, მეორემ მიზანს ვერ უწია, მერე დე არასკეატამ ვერ გამოიყენა შანსი, 90-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ურუგვაელ ხიმენესს მოხვდა, ბრუნომ პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა. ის ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს ბურთი ძელს გაარტყა.

ამ ჯგუფში 6 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, 3 ქულით მეორე ადგილზე განაა, თითო-თითო ქულა კი სამხრეთ კორეასა და ურუგვაის აქვთ.

ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება: ურუგვაი განას, ხოლო პორტუგალია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 668 მაყურებელი

პორტუგალია - ურუგვაი 2:0
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (90+2, პენ)

მკითხველის კომენტარები / 21 /
სათავისოდ ისედაც არ აღუნიშნავს, ბრუნოსთან მივარდა მაშინვე. თავის გოლებს სხვანაირად აღნიშნავს.
nika
16:33 30-11-2022
2
მესისტო ანტირონალდისტებო როგორ კიდიხართ კრიშტიანოს თქვენ ხომ აზრზე არა ხართ.მთავარია რომ არა რონალდუს მოქმედება ეს ბურთი არ გავიდოდა.
ასეა ეს
15:36 29-11-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული