"წამოდექი, შენ უდიდესი ხარ, ძმაო" - ნეიმარმა ლუის სუარესი გაამხნევა

AutoSharing Option
კოპა ამერიკის მეოთხედფინალში პერუსთან თერთმეტმეტრიანების სერიაში მარცხის შემდეგ, ნეიმარმა ურუგვაის ნაკრების ლიდერი ლუის სუარესი გაამხნევა.

"წამოდექი, შენ უდიდესი ხარ, მიყვარხარ, ძმაო", - დაწერა ბრაზილიელმა Instagram-ზე და ურუგვაელის ვიდეო გაავრცელა, სადაც 32 წლის თავდამსხმელი ცრემლებს ვერ იკავებს.

პერუსა და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირების ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება პერუს დარჩა (5:4).

ერთადერთი გაფუჭებული პენალტი სწორედ ლუის სუარესს ეკუთვნის.

კოპა ამერიკის ნახევარფინალში პერუ მოქმედ ჩემპიონ ჩილეს
დაუპირისპირდება, მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილია და არგენტინა დაუპირისპირდებიან.

altურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეცოდება მარა ეგრე არაა რა, ფაქტიურად მესი ამან დაღუპა ტო.
ზვიადი.
22:41 30-06-2019
2
ყოჩაღ ნეი! ლუი მაგარი ფეხბურთელი ხარ!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული