ტბაში დაკარგული ფეხბურთელი გოგონას სხეული 204 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს

AutoSharing Option
"ბლიცის" ცნობით, კომოს ტბაში დაკარგული შვეიცარიის ქალთა ნაკრებისა და "იანგ ბოიზის" ფეხბურთელის ფლორიანა ისმაილის სხეული აღმოაჩინეს.

24 წლის გოგონას სხეული მყვინთავებმა 204 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, ნავით ნაპირზე გადაიტანეს, შემდეგ კი წმინდა ანას საავადმყოფოში გადაასვენეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიანამ და მისმა მეგობარმა გოგონამ მოტორიანი ნავი იქირავეს, ნაპირიდან 700 მეტრი გაცურეს, სადაც ფეხბურთელი წყალში ჩახტა და დაიკარგა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ტბაა 7 000 მეტრი სიღრმის?
შეასწორეთ!
03 ივლისი 2019 08:32
0
7000 მეტრის ტბა? ან ღუზას ვინ უშვბეს ამ სიღრმეზე :))
ლაშა
03 ივლისი 2019 09:09
0
7000 მეტრი,...

შეასწორეთ ხალხო, ან სანამ დადებთ ინფოს გადაამოწმეთ რას წერთ,...
zaza tbilisi
03 ივლისი 2019 10:15
0
მარიანის ღრმული ყოფი :)
zaza
03 ივლისი 2019 12:29
0
მანდ ერთი ნული აშკარად ზედმეტია.
თან, როგორც ადრე დაიწერა, გაჩერდნენ 700 მეტრში ზღვის ნაპირიდანო და არა 700 მეტრის სიღრმეზე.
აჩი
03 ივლისი 2019 11:04
0
სისულელეებს ნუ წერ როცა გარტყმაში არ ხარ. 410 მეტრია კომოს ტბის სიღრმე და იპოვეს 200-ზე.
სირმწერი
03 ივლისი 2019 12:58
0
კომო (იტალ. Lago di Como; ლათ. Larius Lacus) — მყინვარული წარმოშობის ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. მისი ფართობი 146 კმ²-ია და წარმოადგენს იტალიის სიდიდით მესამე ტბას გარდასა და ლაგო-მაჯორეს შემდეგ. 400 მ სიღრმით, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა და მისი ფსკერი ზღვის დონიდან თითქმის 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.
არდილეს
03 ივლისი 2019 10:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული