იაია ტურე ჩინეთის მეორე ლიგის კლუბში ჩაირიცხა

AutoSharing Option
36 წლის კოტ-დიუვარელი ნახევამრცველი იაია ტურე ჩინეთის მეორე ლიგის გუნდი "ცინდაო ხუნხაის" წევრი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ "ინსტაგრამ-გვერდზე" გავრცელდა.

აქამდე, რუსულ სპორტულ გვერდებზე იწერებოდა, რომ ტურე პრემიერლიგაში დაწინაურებულ "ტამბოვში" ითამაშებდა, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთს ჩინეთი არჩია.

"მანჩესტერ სიტიდან" წამოსვლის შემდეგ იაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი გახდა, თუმცა კლუბში მხოლოდ 2 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და გასული წლის დეკემბერში კონტრაქტიც გაწყვიტა. ხოლო რაც შეეხება "ცინდაო ხუნხაის", გუნდი მეორე ლიგაში ასპარეზობს და პირველ ადგილზე გახლავთ.

იაია ტურე "სიტისა" და "ოლიმპიკოსის" გარდა კიდევ 5 კლუბში
თამაშობდა: "ასეკ მიმოზასში","ბევერენში", დონეცკის "მეტალურგში", "მონაკოსა" და "ბარსელონაში." ტურეს "სიტიში" უნიკალური მიღწევა ჰქონდა, პრემიერ ლიგაში 20 გოლი გაიტანა, მასზე მეტი გოლი 1 სეზონში არცერთ ნახევამრცველს არ გაუტანია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული