უკრაინელი ფეხბურთელი: "კრასნოდარის" ერთი მოსკალური სიფათი მოედანზე დაეცემა

AutoSharing Option
5 ივლისს ავსტრიულ შეკრებაზე "ჰალადაში" ამხანაგურ მატჩში "კრასნოდარის" დუბლებს შეხვდება და უნგრული გუნდის 30 წლის უკრაინელმა მარჯვენა მცველმა იური გაბოვდამ ინსტაგრამზე დაწერა:

"ხვალ "კრასნოდარის" წინააღმდეგ. როგორც მინიმუმ, ერთი მოსკალური სიფათი მოედანზე დაეცემა. წითელი ბარათის კოეფიციენტი 1.01. დიდება უკრაინას".

ამას რა თქმა უნდა, უმალ რუსების რეაქცია მოჰყვა, გოსდუმაში ერთი ამბავი ატყდა და გაბოვდამ უეფას დასჯის შიშით განაცხადა, რომ აკაუნტი გაუტეხეს, თორემ თავად არაფერი არ დაუწერია.

"ჰალადაშმა" გადაწყვიტა გაბოვდა არ ათამაშოს.

შენიშვნა: მოსკალი - ასე მოიხსენიებენ უკრაინელები და პოლონელები მოსკოველებსა და საერთოდ
რუსებს უარყოფით კონტექსტში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული