კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისათვის არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების მატჩის 37-ე წუთზე გარი მედელი ლეო მესის ორჯერ მიზანმიმართულად შეეჯახა, მსაჯმა მტყუან-მართალი არ გაარჩია და ორივე გააძევა.
მესი ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას მეორედ გააძევეს - პირველად 2005 წელს სადებიუტო შეხვედრაში უნგრეთთან.
პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინა 2:0-ს იგებს.