მსაჯმა ახსნა თუ რატომ გააძევა ლიონელ მესი

AutoSharing Option
არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის (2:1) კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ მსაჯმა მარიო დიას დე ვივარმა პროტოკოლში ახსნა თუ რატომ გააძევა მოენიდან ლიონელ მესი.

"არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება. მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მხრით მეტოქის დარტყმა", - წერია მსაჯის მიერ მატჩის პროტოკოლში მესის გაძევების შესახებ.

გარდა ამისა ვივარმა ახსნა თუ რატომ უჩვენა წითელი ბარათი ჩილელ გარი მედელს, ვისთანაც კონფლიქტი მესის მოუვიდა.

"არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება. მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მკერდითა და ხელით
მეტოქის დარტყმა", - დაწერა მსაჯმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნათია არ გვინდა რა? ენების შესახებ ლექციები. რაღაც დაშტამპულ ლექტორებს გვაგონებ. ზესტას კომენტარი არის ძალიან მაგარი.
?
08 ივლისი 2019 10:16
2
ისტერიკა შექმნა. ყვითელი ორივეს და ამით ამოიწურებოდა ინციდენტი. უბრალოდ, მსაჯმა კუნთების დემონსტრირება მოახდინა
????
08 ივლისი 2019 01:40
2
ყურადღებით გავეცანი მსაჯის ახსნა განმარტებას მესისათვის წითელი ბარათის ჩვენების შესახებ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო: უსუსური არგუმენტებია. ავხსნი, რატომ. ""არანორმატიული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკისა ან ჟესტების გამოყენება." 1) ლექსიკის გამოყენება ნიშნავს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამისათვის საჭიროა, რომ პირს აღებდე. ეპიზოდი სხვადასხვა რაკურსით ვნახე და არსად სჩანს, რომ მესი ლაპარაკობს, მაშინ საიდან დაასკვნა მსაჯმა, რომ მესი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა? 2)მსაჯი ახლოს იყო ეპიზოდთან და გაიგონა მესის სიტყვები? სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლებელია მსაჯი მომენტთან ახლოს ყოფილიყო, კადრში სჩანს, რომ მორბის და ბარათი უკვე აწეული აქვს. არცერთი მსაჯი ასე არ მოიქცეოდა. ჯერ დააწყნარებდა სიტუაციას, მოეთათბირებოდა ასისტენტს, რომელიც ახლოს იყო მომენტთან, თუ საჭირო გახდებოდა, გამოიყენებდა გამეორებას და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. 3) იცოდა კი მსაჯმა არგენტინული ენა, თუ მესი ინგლისურად აგინებდა? გამახსენდა 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი-არგენტინის შეხვედრისას არგენტინელთა კაპიტნის-რაიტის გაძევება. გერმანელ მსაჯს რომ ჰკითხეს, რატომ გააძევეო, უპასუხა, მაგინებდაო. რომ ჩაეძიენ, აღმოჩნდა, მსაჯმა გერმანულის გარდა, სხვა ენა არ იცოდა, ამიტომ თქვა, სახის გამომეტყველებაზე შევატყე, მაგინებდაო. რაც შეეხება ჟესტებს, მესი არანაირ ჟესტებს არ იყენებს. გადავიდეთ განმარტების მეორე ნაწილზე: "მეტოქესთან შეტაკება არასათამაშო ეპიზოდში. მხრით მეტოქის დარტყმა", ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსაჯი სხვა თამაშს უყურებდა. შეტაკება ნიშნავს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც მესის მხრიდან ადგილი ნამდვილად არ ჰქონია,მხრით დარტყმა მესის მხრიდან სად დაინახა, ძალიან საინტერესოა (თუნდაც ყოფილიყო, მისი მახსიმალური სასჯელი ყვითელი ბარათია). გამეორებებზე აშკარად ჩანს, რომ მედელის არცერთ მოქმედებაზე მესი არ პასუხობს (რაც ძალიან გასაკვირია, რადგან მე არ მახსენდება ფეხბურთში მომენტი, როდესაც ფიზიკურად ეხებიან ფეხბურთელს და ის არ პასუხობს ან ძირს არ გორაობს). მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მსაჯი მომენტს ელოდებოდა, რათა მესი გაეძევებინა.
ზესტა
07 ივლისი 2019 18:32
7
აბა აყაყანდით ეხლა ზესტას სამართლიან კომენტარზე " ყველაფრის ვითომ მცოდნეებო" მოგეცათ საყაყანოდ შანსი? არ გაუშვათ ხელიდან თორემ ხომ ჩამორჩებით მარათონში, მესის ლანძღვაში. რა საცოდავები ხართ ვინც მესის ლანძღავთ, რომ იცოდეთ! თქვენნაირი უვიცეების სალაპარაკო, რომ მესი იქნება, მართლა დედა ვატირე რა?!!!
ბარსა მესი
08 ივლისი 2019 10:10
1
რა არგენტინული ენა? მთელი სამხრეთ ამერიკა ბრაზილიის გარდა, ესპანურად ლაპარაკობს- ბრაზილია პორტუგალიურად, რადგან მათი კოლონია იყო, ხოლო დანარჩენები ესპანეთის კოლონიები იყო და ამიტომ ესპანურად ლაპარაკობენ. ნორმალური ორი არგუმენტის მერე ისეთი არაკომპეტენტური რამ თქვი, რომ აზრი აღარ აქვს მოსმენას
gio
08 ივლისი 2019 09:55
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული