კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილიასთან წაგების (1:3) შემდეგ კომენტარი პერუს ნაკრების მწვრთნელმა რიკარდო გარეკამ გააკეთა.
"მარცხით გამოწვეული მწუხარების გარდა, მე ვგრძნობ, რომ სწორ გზას ვადგავართ.
ვპროგრესირებთ, მაგრამ თავმდაბალნი უნდა დავრჩეთ. ჩვენ მუდმივად ვითარდებით.
ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება, რათა გავხდეთ ისეთი გუნდი, რომელიც ლიდერებში დამკვიდრდება".
პერუს ნაკრები ბოლოს კოპა ამერიკას ფინალში 1975 წელს გავიდა და სამმატჩიან სერიაში კოლუმბიას მოუგო (0:1, 2:0, 1:0).
დანი ალვეშმა მე-40 ტურნირი მოიგო - ეს რეკორდია
გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაემარჯვა - ბრაზილიამ დამსახურებულად მოიგო კოპა ამერიკა [VIDEO]