დელე ალიმ მეგობარი გოგონას თანდასწრებით გონება დაკარგა [PHOTO]

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი დელე ალი კუნძულ მიკონოსზე თავის ყოფილ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებდა.

ალიმ დღისით ალკოჰოლი მიიღო და სიცხისგან გონება დაკარგა. ამ დროს მის გვერდით რუბი მეი იყო. თავიდან მოდელი ვერ მიხვდა რა მოხდა. მან თავისი ბოიფრენდის გაღვიძება სცადა და შემდეგ შველა ითხოვა.

ფეხბურთელთან ორი მამაკაცი მივიდა და ექიმთან წაიყვანა. ამ დროისთვის ალი უკვე კარგადაა და მოდელ ლამაზმანთ აგრძელებს დასვენებას.

სხვათაშორის დელე ალისა და რუბი მეის შერიგების ამბავს ლამის მთელი დიდი ბრიტანეთი ადევნებდა თვალს, რადგან ამის შესახებ ცნობა თითქმის ყველა
ბრიტანული გაზეთის პირველ გვერდზე იყო.

წყვილი ნახევარი წლის წინ დაშორდა მას შემდეგ, რაც ორი წელი ერთად იყვნენ. მაშინ მიზეზად ფეხბურთელის სურვილი დასახელდა, რომლის მიხედვით მეტი თავისუფლება სურდა.

თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლამაზმანი მადრიდის სტადიონზე შენიშნეს, სადაც ის "დეზებს" გულშემატკივრობდა.

ამის შემდეგ რუბი რეი ალისთან ერთად დელეს დის ქორწილში შეამჩნიეს. მომდევნო გაჩერება უკვე კუნძული მიკონოსია, სადაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელზეც უკვე მოგიყევით.

Sportall.Ge


სდგს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი ქალი რომ მყავდეს გვერდით, დღეში ხუთჯერ მაინც დავკარგავდი გონებას ))
ხელცქვიტი ოთო
17:42 09-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული