ბრაზილიის ნაკრების მცველმა და პსჟ-ს კაპიტანმა ტიაგო სილვამ უპასუხა ლიონელ მესის, რომელმაც სამხრეთამერიკულ ფეხბურთში არსებულ კორუფციასა და სუბიექტურ მსაჯობაზე ისაუბრა.
"ძნელია კომენტარის გაკეთება, რადგან ზოგჯერ ადამიანები წაგების მიზეზს საკუთარ თავში არ ეძებენ და ყველაფერს სხვას გადააბრალებენ ხოლმე.
როცა 1:6 წავაგეთ "ბარსელონასთან", მსაჯი ესპანელებს აშკარად დაეხმარა, თუმცა პსჟ-ს ფეხბურთელებს ამ თემაზე არ უსაუბრიათ და არ დაუწყიათ მტკიცება, რომ პარიზული კლუბის ლიგიდან გამოგდება უეფას სურდა. სხვათა შორის, არც მესის უთქვამს რამე მაშინდელი არაობიექტური მსაჯობის შესახებ", - გადმოსცემს ბრაზილიელის სიტყვებს Marca.
არგენტინის ნაკრების