კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილიის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი რიშარილსონი 75-ე წუთზე ფირმინოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, 90-ე წუთზე კი პერუს პენალტით გოლი გაუტანა.
მან გოლი დიდ ბებიას მიუძღვნა:"დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ თუ გოლს გავიტანდი, 80 წლის დიდ ბებიას მივუძღვნიდი. ღმერთს მადლობას ვუხდი და გოლს მას ვუძღვნი".
შემდეგ ჟურნალისტმა ფეხბურთელს დიდი ბებიის სახელის დასახელება სთხოვა, ის კი შეიშმუშნა და უთხრა, რომ დაავიწყდა.