კაზემირო ლეო მესიზე: ვისაც პირი აქვს, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა კაზემირომ არგენტინელთა კაპიტნის, ლეო მესის კრიტიკაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც კოპა ამერიკაზე დამარცხებაში კონმებოლი და მსაჯები დაადანაშაულა.

"ყველა, ვისაც კი პირი აქვს, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს.

ასეთი დელიკატური თემები ჩემი განსახილველი არ არის. ჩემი საქმე არ არის, კარგი იყო თუ არა მსაჯობა.

ყველა ბოლომდე დაიხარჯა. პერუს ნაკრებს ტურნირზე კარგი თამაში უნდა მივულოცოთ", - ციტირებს კაზემიროს "მარკა".

ასევე დაგაინტერესებთ