ჟოზე მოურინიო: თუ კოპა ამერიკაზე პორტუგალიას მიიწვევენ, რონალდო მესიზე ადრე მოიგებს ტურნირს

AutoSharing Option
პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონმებოლს ურჩია, როგორ გახადოს კოპა ამერიკა უფრო საინტერესო.

ის თვლის, რომ ტურნირზე აზიური კი არა, არამედ ევროპული ნაკრებები უნდა მიიწვიონ.

"თუ კონმებოლი მართლაც ზრუნავს იმაზე, რათა კოპა ამერიკა უფრო საინტერესო გახადოს, ევროპული ნაკრებები უნდა მიიწვიოს. მიიწვიეთ ესპანეთი, საფრანგეთი ან პორტუგალია.

თუ პორტუგალიას მიიწვევთ, რონალდო მესიზე ადრე მოიგებს ამ ტურნირს", - ციტირებს მოურინიოს legit.ng.

კოპა ამერიკაზე წელს კონმებოლის 10 ნაკრების გარდა იაპონიამ და ყატარმა იასპარეზეს და ჯგუფში ჩარჩნენ, არგენტინა კი მესისთან ერთად ნახევარფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დარწმუნებული ვარ კრიშტიანო მესის მაგივრად არგენტინის ნაკრებში და ბარსაში რომ ყოფილიყო არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა ხოლო ბარსა აიღებდა სამჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგას და არა რეალი. იმიტომ რომ ის ისეთი ფენომენია,რომელსაც ლიდერობა და გამარჯვება შეუძლია.ასეთები კიდევ პელე და მარადონა იყვნენ.
ჩემი აზრით
11:34 15-07-2019
11
მოურინიო შე ცანცარა კიდევ ფეხი ხომ არ წამოკარი რამეს, ან თავი ხომ არ მიარტყი კედელს? რეებს ბჟუტურებ? ნუ შეუკიკინეთ მესის. მესიმ შეგიკიკინათ ყველა მოძულეებს, მაგრამ ეს დიდი პატივი იქნება თქვენთვის.
კობა
14:26 15-07-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული