ჟოზე მოურინიომ ოჯახური მდგომარეობის მომიზეზებით ჩინურ გუნდს უარი უთხრა

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია "გარდიანმა" გაავრცელა - პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩინეთში მუშაობა არ ისურვა.

მოურინიოს "გუანჯოუ ევერგრანდი" ფინანსურად კარგ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ მან ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა და უარით გაისტუმრა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ "განსაკუთრებულს" რომელიმე ნაკრების სათავეში ჩადგომაც არ უნდა და კლუბში მუშაობა აინტერესებს.

გასული წლის დეკემბერში დათხოვნილ მოურინიოს "მანჩესტერი" წელიწადში 15 მილიონ ევროს უხდიდა, ჩინური კლუბი კი გაცილებით მეტს სთავაზობდა.

altჟოზე მოურინიომ ივლისში შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს

altჟოზე მოურინიო პენალტების ობიექტურობაზე: ფეხბურთში დღემდე ბევრი არაერთგვაროვანი მომენტი არსებობს

altჟოზე მოურინიო: კლოპი სეზონის

საუკეთესო მწვრთნელად არ მიმაჩნია

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული