თურქულმა კლუბმა კონტრაქტი შეცდომით სხვა ფეხბურთელს გაუფორმა

AutoSharing Option
როგორც გამბიური გამოცემა Foroyaa Sport-ი იტყობინება, გამბიელი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გაფორმებიდან 24 საათში გაათავისუფლეს.

საქმე ეხება ალფა ჯალოუს, რომელიც პორტუგალიურ "ალკოჩეტენსეში" თამაშობს. ის ოცნების ახდენასა და ძლიერ ლიგაში თამაშთან ახლოს იყო, როცა მას თურქეთის მეორე ლიგის კლუბი "მენემენსპორი" დაუკავშირდა და კონტრაქტიც მალე გააფორმა.

თუმცა აღმოჩნდა, რომ კლუბს ეგონა, რომ სულ სხვა ფეხბურთელი შეიძინა. თურქებს საკუთარ გუნდში ალფას თანამემამულისა და მოგვარის, სერია "ბ"-ში მოთამაშე ლამინ ჯალოუს ხილვა სურდათ.

მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, გამოსავლის ძიება დაიწყეს და ფეხბურთელს კონტრაქტი
იმ მიზეზით გაუწყვიტეს, თითქოს სამედიცინო შემოწმების გავლა ვერ მოახერხა.

ალფა ჯალოუსთვის სამწუხაროდ, მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს, ხოლო ლამინ ჯალოუ კი თავის კლუბ "სალერნიტანასთან" ერთად მომავალი სეზონისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კახა კარგად ვერ გავიგეთ და იქნებ კიდე დაწერო როგორ რას შვებოდნენო
superman
18:26 16-07-2019
4
მართლაც მაგარი ცალტვინები არიან 90 იანვრში ჩვენები გადამწვარ ნათურების ყიდდნენ ისინიც ყიდულობდნენ ვერ არჩევდნენ
კახა
18:07 16-07-2019
3

სიახლეები პოპულარული