17 ივლისს მექსიკური კლუბის, "დორადოს დე სინალოას" 20 წლის ფეხბურთელი მირშა ფრანსისკო ერერა გასტელუმი მოკლეს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ESPN იტყობინება.
გამოცემის მიხედვით, ახალგაზრდა ფეხბურთელს 4 უცნობი მამაკაცი დაესხა თავს ქალაქ კულიაკანის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ის ვარჯიშის დასრულების შემდეგ მივიდა. სპორტსმენი დანით დაჭრეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს, რადგან პოლიციის მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო.
მექსიკის სამართალდამცავი ორგანოები იმის გარკვევას ცდილობენ, ეს შეკვეთილი მკვლელობა გახლდათ თუ ქუჩის კონფლიქტი.
თავად კლუბმა განაცხა
და, რომ ერთ-ერთმა ექიმმა მათი გუნდის ფორმა იცნო და ასე შეიტყვეს მირშას გარდაცვალების შესახებ.
გასტელუმი ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, თუმცა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მარადონას მწვრთნელობის დროს რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა.