ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ქალებს მუნდიალი 2020-ის შესარჩევზე დასწრების უფლება მისცა

AutoSharing Option
ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ქალებს მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე დასწრების უფლება მისცა.

ფიფამ გვაუწყა, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წერილზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, მეჰდი ტაჯასგან დადებითი პასუხი მივიდა.

თუმცა გადაწყვეტილების აღსასრულებლად ირანის მთავრობის ნებართვაა საჭირო.

ირანში ქალებს სტადიონზე დასწრება 1981 წლის შემდეგ ეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა.

შესარჩევ ეტაპზე ირანი ერაყთან, ბაჰრეინთან, კომბოჯასა და ჰონკონგთან ითამაშებს.

მომზადებულია punchng.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული