"სახლში წადი, შე პატარა ძუკნა!" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა დასაჯონ [VIDEO]

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელაქსის" თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ლოს ანჯელესის" მეკარეების მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა, იტყობინება გამოცემა Metro.

37 წლის შვედმა მეტოქის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, რითაც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო.

მეტოქის მეკარეთა მწვრთნელი ზაკ აბდელე უკმაყოფილო ზლატანის საქციელით, რომელმაც "ლოს ანჯელესის" მეკარის წინააღმდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში იდაყვით ითამაშა.

შეკამათებისას შვედმა მწვრთნელს უთხრა: "სახლში წადი, შე პატარა ძუკნა! სახლში წადი".

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეკამათება მეტოქე გუნდის მწვრთნელთან
შესაძლოა ამის გამო იბრაჰიმოვიჩი დასაჯონ.

MLS-ის 21-ე ტურის შემდეგ იბრაჰიმოვიჩის "გელაქსი" სატურნირო
ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლოს ანჯელეს" 9 ქულით ჩამორჩება. ზლატანის ანგარიშზე ამ დროისთვის 16 გოლია.

ზლატან იბრაჰიოვიჩის ჰეთ თრიკი ლოს ანჯელესის კარში
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფუ რა შემაზიზღა თავი ამ ჩემისამ! არა და რა მაგარი ფეხბურთელია.მაგრამ პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო.იმიტომ ვთვლი ბრაზილიელ რონალდოს დიდ სპორტსმენად: ვერ მახსენდება რონალდოს კომფლიკტი ვინმესთან.ის კი არა მსაჯსაც კი არ ედავებოდა ხოლმე.
G.l.
17:19 20-07-2019
5
ჯერ მარჯვენათი, მერე თავით, ბოლოს მარცხენათი... ვერაფერს იტყვი უნიკალური ფეხბურთელია! ნეტა 100 წლამდე ითამაშოს!
aburjga
19:35 20-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული