ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო კოლუმბიელი ფეხბურთელი კარლოს ვალდერამა ცნობილ ვარცხნილობას შეელია და თმები გაისწორა.
ვალდერამა, რომელიც კრეატიული ნახევარმცველი იყო, ფეხბურთის ლამაზი სტილის გარდა, პოპულარული სწორედ მისი ხვეული თმის გამოც გახდა.
სამხრეთამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ ახალი იმიჯის ამსახველი ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. თმები ისევ გრძელია, თუმცა უკვე სწორი და დავარცხნილი.
57 წელი ასაკი, ზოგადად, იმიჯის შეცვლისათვის საუკეთესო ასაკი არ არის, თუმცა ვალდერამას ცვლილებამ გაამართლა და მისი ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა.