ექს-თბილისის დინამოელი დმიტრო ივანისენია: როგორც იქნა, ენობრივი ბარიერი აღარ მაქვს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" აბარგებული ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია "ზორიაში" ჩაირიცხა და კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

- დიმა, პირველ რიგში, გკითხავ, როგორ შეგხვდა გუნდი?
- კარგად მიმიღეს. ბევრ მათგანს ადრეც ვიცნობდი. ადაპტაცია მალე გავიარე. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. აქ ყველაფერი მომწონს.

ვიკტორ სკრიპნიკი დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია, თამაშში ბევრი სიახლე შეიტანა. მოკლე და საშუალო პასებით თამაშს გვთხოვს.

- გარკვეული პერიოდი უკრაინაში არ გითამაშია...
- მომენატრა უკრაინა. სასიამოვნოა, რომ როგორც იქნა, ენობრივი ბარიერი აღარ მაქვს. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ ასეთი პრობლემები შეიძლება შეგექმნას. უკრაინაში და "ზორიაში" თავს კომფორტულად
ვგრძნობ.

- ევროპა ლიგაზე მომავალი მეტოქე "ბუდუჩნოსტი" დეტალურად შეისწავლეთ?
- დიახ, რა თქმა უნდა. სერიოზულად ვემზადებით. მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ.

- მოედანზე შენი ძირითადი პოზიცია რომელია?
- საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. ვფიქრობ, ყოველ მატჩში მოვუმატებ და ყველაფერი კარგად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული