ლიონელ მესის შესაძლოა ნაკრებში თამაში წლის ბოლომდე აუკრძალონ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს, რომელიც მის ეროვნულ ნაკრებში თამაშს შეეხება.

სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია განიხილავს დისკვალიფიკაციის ვარიანტებს და ალტერნატივები 2-დან 6 თვემდე მერყეობს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ წელს ლიონელ მესი ნაკრების შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს.

სავარაუდო სასჯელი დაკავშირებულია არგენტინის ნაკრების კაპიტნის გამონათქვამებთან კოპა ამერიკის შესახებ. არგენტინის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მესი კი დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო და განაცხადა, რომ არგენტინელებს ფინალში გასვლის უფლება კორუფციამ და მსაჯებმა არ მისცეს.

თუმცა კარგი ის გახლავთ, რომ არგენტინის ნაკრებს წლის დარჩენილ მონაკვეთში
მხოლოდ ამხანაგური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. სექტემბერში ისინი მექსიკასა და ჩილეს ეთამაშებიან.

ოქტომბერში კი - გერმანიისა და ბასკეთის ნაკრებებს. ნოემბერში არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთში ორ შეხვედრას გამართავს. პირველში მასპინძელ გუნდს შეხვდება, მეორეში კი - ბრაზილიას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გადასახადების დამალვისთვის რამდენიმე მილიონით დააჯარიმეს ეგ და რონალდუ და სხვაზე ამბობს კორუფციონერები არიანო.ნამუსი ხომ უნდა გქონდეს.
jiji
17:44 25-07-2019
5
არგენტინას რომ ნორმალური ფედერაცია ჰყავდეს და უარეს კორუფციაში არ იხრჩობოდეს,საერთოდ უარს იტყოდა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობაზე და ამით აიძულებდა ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომას,მაგრამ ამას არ გააკეთებენ
სოსო
11:21 25-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული