ჰქონდა თუ არა რომანი მესისთან - არგენტინელმა ჟურნალისტმა ჭორებს საბოლოოდ უპასუხა

AutoSharing Option
არგენტინელმა ჟურნალისტმა სოფი მარტინესმა Youtube არხ Telefe-სთან საუბარში მასთან და ლეო მესისთან დაკავშირებულ ჭორებს საბოლოოდ უპასუხა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მარტინესმა არგენტინელს ინტერვიუ ჩამოართვა და საკმაოდ თბილი სიტყვებით ესაუბრა, რის შემდეგაც ლეოსთან რომანზე ჭორები დაიწყო. ჟურნალისტმა თქვა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე გახლდათ.

"ამ ჭორებმა არც თუ ისე კარგი შედეგი მომიტანა. ყოველივემ ჩემი ოჯახი ძალიან დააზარალა. ამ თემასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობდნენ. ეს ყოველივე თავს ძალიან უხერხულად მაგრძნობინებს და ყველაფრის ახსნას ამიტომ ვცდილობ", - თქვა ჟურნალისტმა.

მარტინესმა განმარტა, რომ ჭორების შემდეგ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა. 2023 წლის ბოლოს ის დაშორდა თანამემამულე ჟურნალისტ დიეგო ლეუკოს და ახალმა ჭორებმა გოგონა ტელეწამყვან მარკოს ჯინოკიოს დაუკავშირა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სხვისი არ ვიცი და ჩემი და რო ლეოზე გიჟდება, ეგ კი ნაღდად ვიცი.
გია
11:54 08-01-2025
2
ისე ჩვენში დარჩეს და ყოველი ინტერვიუს დროს ეს ჟურნალისტი, ლეოს ძალიან უჟუჟუნებდა თვალებს.
გიგა
17:31 07-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული