"ბოკა ხუნიორსმა" სოციალურ ქსელებში, საკუთარ გვერდებზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ "რომას" ყოფილი კაპიტანი დანიელე დე როსი უკვე არგენტინული კლუბის ფეხბურთელია. კლუბმა "ფეისბუქზე" დე როსის ფოტოებიც განათავსა და დააწერა: "ისე, როგორც სახლში."
36 წლის დანიელე დე როსის მთელი კარეირა "რომაში" ჰქონდა გატარებული და ფეხბურთიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა ბოლოს განაცხადა, რომ "ბოკაში" თამაშის გარეშე ფეხბურთელის კარიერის დასრულება არ სურდა.
დე როსის "ბოკაში" თამაშის პერსპექტივას მარადონაც გამოეხმაურა და სატელევიზიო გადაცემაში იტალიელს მიმართა, რომ არგენტინაში უკვე ელოდებოდნენ. არც დანიელემ დააგვიანა და მომდევნო 1 წელსაც ბუენოს-აირესში
გაატარებს.
კონტრაქტი სწორედ 1 წელზე არის გათვლილი და სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, დე როსი ამ დროის განმავლობაში ხელფასის სახით 500 000 ევროს მიიღებს.