გარეთ ბეილი "ცზიანსუ სუნინში" გადასვლაზე დათანხმდა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, თავდამსხმელი გარეთ ბეილი "რეალს" ტოვებს.

უელსელი ფორვარდი ჩინეთში გააგრძელებს კარიერას - მას "ცზიანსუ სუნინი" სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ბეილის წლიური ხელფასი 22 მილიონი ევრო იქნება. ახლა მხარეები ხელშეკრულების უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ.

გარეთი "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს, კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი გასხვისების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანია.

გუშინ ამავე გუნდში ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი ჟოაო მირანდა გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი რატომ არ იმსახურებდა რეალში თამაშს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული