"ბარსელონას" 22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მალკომმა ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - კარიერას პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს.
RMC Sport-ის მტკიცებით, მალკომს პსჟ, "მანჩესტერი" და "ევერტონი" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ რუსულ გუნდში გადასვლა არჩია.
გამოცემის ცნობით, მალკომის წლიური გასამრჯელო "ბარსაში" 8 მილიონი ევრო იყო, პეტერბურგულ გუნდში კი უფრო მეტს მიიღებს.
ის "ზენიტთან" ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მალკომის ტრანსფერი "ზენიტს" 40 მილიონი, პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით დაუჯდება.
მალკომმა გასულ სეზონში ლა ლიგაზე 15 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.