ოფიციალურად: დანი ალვეშმა ახალი კლუბი იპოვა

AutoSharing Option
ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში სამშობლოში დაბრუნდა. მისი ახალი კლუბი "სან პაულო" იქნება.

36 წლის მარჯვენა მცველი უკლუბოდ გასულ თვეში დარჩა, როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ეს მის კარიერაში რიგით მეექვსე კლუბია ბრაზილიური "ბაიას", "სევილიას", "ბარსელონას", "იუვენტუსისა" და პსჟ-ის შემდეგ.

დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. მას სხვადასხვა კლუბის რიგებში 40 ტიტული აქვს მოგებული.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული