პირველად უეფას ისტორიაში - კაცთა შეხვედრას ქალი განსჯის

AutoSharing Option
უეფამ გამოაცხადა, რომ მათი ეგიდით გამართულ კაცთა თამაშს, ისტორიაში პირველად, ქალი არბიტრი, ფრანგი სტეფანი ფრაპარი განსჯის.

მისი დამხმარეები კი მანუელა ნიკოლოზი და მიშელ ო'ნილი იქნებიან. ეს შეხვედრა "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გასამართი უეფას სუპერთასის მატჩი იქნება.

36 წლის ფრაპარი გასულ თვეში გამართულ ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მსაჯობდა. გარდა ამისა, ფრანგ არბიტრს ლიგა 1-ში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და უკვე საკუთარი ქვეყნის ყველა დივიზიონის თამაშების განსჯა შეეძლება.

უეფას სუპერთასი კი 14 აგვისტოს სტამბულში გათამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო?))) კაც მსაჯებს რეალურად ჯობია თუ მხოლოდ იმიტომ რომ ქალია))))) ხელოვნურად ამ ორი სქესის გათანაბრებას რატო ცდილობენ ყველაფერში ))))) ფურცელზე რაც არ უნდა გაათანაბრონ და ყველგან ძალით როგორც არ უნდა შეტენონ რეალობა არ შეიცვლება)))) მგელი კურდღელზე ძლიერია, ლომი მგელზე ))) და ა.შ. )))))))))))))) ბუნების კანონებია ესეთი : )) ჭიქა რო ჭიქაა, ქალს ეგეც არ მოუგონია ))) კაცების შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ )))) რო მუშაობენ და თვის ბოლოს ხელფასს იღებენ, ეგ ფულიც კაცის მოგონილია))) :D :D :D :D :D
Tbiliseli
17:58 02-08-2019
3
ესღა აკლდა საფეხბურთო სამყაროს. რეებს იგონებენ სულ გააფრინეს რა! ყველგან სადაც კაცების საქმეა ამ ქალებს სტენიან. არაფრით ვემხრობით.
მირზა
12:11 03-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული