რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი: რუსული ფეხბურთი საერთოდ უინტერესოა

AutoSharing Option
მსოფლიოს მეათე ჩოგანმა დანილ მედვედევმა, რომელმაც ამა წლის აპრილში თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა,  ფეხბურთზე ისაუბრა:

"იცით, ხალხი სხვადასხვანაირია. ვიღაც ამბობს, რომ რომელიღაც გუნდს ქომაგობს, სინამდვილეში კი სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილს გადახედავს და გაიგებს, მისი რჩეული რომელ ადგილზე გავიდა. მე ასე არ ვიქცევი. ბუნდესლიგა მომწონს, გერმანული გუნდების სტილი. მართლა ვუყურებ მატჩებს, ინტერნეტში სიახლეებს ვეცნობი... და ამით სიამოვნებას ვიღებ.

რუსული ფეხბურთი საერთოდ უინტერესოა. დაწყებული ცუდი "ტელესურათით" და დასრულებული მატჩების შინაარსით. არ შემიძლია "ახმატისა" და "კრილია სოვეტოვის" თამაშის ყურება. მოსაწყენია! არ შემიძლია ამ
გუნდებს ვუგულშემატკივრო და მათი ამბები განვიცადო. მე რეალური ემოციები მჭირდება", - ციტირებს მედვედევს "სოვეტსკი სპორტი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას მელაპარაკები!?)))რომ არ გეთქვა არ ვიცოდი აი)))
ბათუმის ფანი
15:09 18-08-2019
0

სიახლეები პოპულარული