გაბრიელ ჟეზუსი ბრაზილიის ნაკრებიდან ორი თვით მოკვეთეს

AutoSharing Option
კონმებოლმა ბრაზილიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი ნაკრებიდან ორი თვით მოკვეთა.

ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება იმ ინციდენტის გამო მიიღო, რომელიც კოპა ამერიკის ფინალში მოხდა.

ფორვარდი 70-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. როცა ფეხბურთელი მოედანს ტოვებდა, მან მუშტი დაარტყა იმ ადგილს, სადაც მატჩის დელეგატები ისხდნენ, შემდეგ კი ვიდეოდახმარების სისტემა ააყირავა.

ამის გამო ფეხბურთელს ორთვიანი დისკვალიფიკაცია და 30 ათასი ევროს ჯარიმა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიამ პერუს 3:1 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული